მთავარისიახლეები26 მაისირა სანაძლეო მოუგო მერაბ კოსტავამ რომან გვენცაძეს - უცნობი ისტორია

რა სანაძლეო მოუგო მერაბ კოსტავამ რომან გვენცაძეს – უცნობი ისტორია

Published on

მერაბ კოსტავას დაბადების დღეს იხსენებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” აქტიური იუზერი თამაზ ალვანელი და ეროვნული გმირის მიერ მოყოლილ ისტორიას ასაჯაროვებს.

“რაღაცაზე (ვეღარ ვიხსენებ რაზე) კამათი მოსვლიათ მერაბს და თბილისის მილიციის უფროსს (თუ არ ვცდები რომან გვენცაძე იყო) და ბოლოს კამათი სანაძლეოში გადაზრდილა…მერაბს უთქვამს, თუ მე წავაგე მილიციის ქუდს დავიხურავ, თუ შენ წააგე საქართველოს დროშა შეიბნიე პიჯაკზეო.

მერაბმა მოუგო სანაძლეო და ვკითხეთ, თუ შეასრულა სანაძლეოს პირობაო და გვიპასუხა – ნაწილობრივ შეასრულა, პიჯაკის საყელოს შიგნითა მხრიდან აქვს დროშა შებნეულიო…”, – იხსენებს თამაზ ალვანელი.

შეგახსენებთ, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად, მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა.

სიახლეები

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...