მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

Published on

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონი დაარღვიეს.
“კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების/კორესპოდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
„ტელეიმედის“ შემთხვევაში 4 დარღვევა გამოიკვეთა – გადაცემის წამყვანები ახალ ამბებს აშუქებდნენ პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე.
„პოსტვ“-ის შემთხვევაში გამოვლინდა 7 დარღვევა, რაც საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევას მოიცავდა.
18 დარღვევა გამოუვლინდა „ტელეკომპანია პირველს“, სადაც გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების/კორესპოდენტების მხრიდან ახალი ამბების პირადი მოსაზრებების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქების, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის (ცალმხრივად გაშუქების) და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევები.
„ფორმულას“ შემთხვევაში კი, დარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, კერძოდ, ახალი ამბების პირადი მოსაზრების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას. ამასთან, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევაც, სადაც წარმოდგენილი იყო ერთი მხარის პოზიცია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ბალანსის დაცვისა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა. 2025 წლის 1 ივნისამდე მაუწყებლების მიმართ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავდა, თუმცა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს არ იყენებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ის, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა” – წერს კომუნიკაციების კომისია.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...