მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა

ნიკა მელიამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა [Video]

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს კონსულტაციები ზუგდიდში, პარტიის ოფისში გამართა. რა საკითხები განიხილეს კონკრეტულად შეხვედრაზე, დეტალები მედიისთვის უცნობია. ნიკა მელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება, თუმცა რაც შეეხება მთავარ საკითხს- პარლამენტში შესვლა არშესვლასთან დაკავშირებით, ნიკა  მელიას თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება რეგიონებში შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ამნისტიის კანონპროექტზე მის თანხმობას ვერ ეღირსება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის.

როგორც ის განმარტავს, კონსულტაციებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში კორექტივები.

.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...