მთავარისიახლეებიმსოფლიომეცნიერებმა მინიატურული გული შექმნეს, რაც მალე სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნის საწინდარი იქნება

მეცნიერებმა მინიატურული გული შექმნეს, რაც მალე სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნის საწინდარი იქნება

Published on

მეცნიერებმა პირველად შეძლეს და ლაბორატორიაში მინიატურული გული შექმნეს, რომელიც მუშაობს.  მინიატურული ორგანოები ზომით არ აღემატება სეზამის თესლს და წარმოქმნილია მრავალფეროვანი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით. -ინფორმაციას ამის შესახებ Science Magazine-იზე სააგენტო ონ გე ავრცელებს

გულის თანდაყოლილი დეფექტები ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რაც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ გულის შესწავლა აუცილებელია და გვჭირდება პლატფორმა, რაც მისი გამოკვლევის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამისთვის მუშაობენ მკვლევრები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ მინიატურული გულები შექმნეს.

მეცნიერების მიზანი სამი ქსოვილის ფენის შექმნა იყო, რომლებიც გულის პალატის კედლებს აყალიბებს. ეს გულის ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი ეტაპია. ორგანოიდები ზომით 2 მმ-ია და მათ სამი თვის განმავლობაში შეუძლიათ არსებობა, ხოლო გაზრდას ერთი კვირა სჭირდება. ის წუთში დაახლოებით 60-დან 100-მდე სცემს, ისევე როგორც 25 დღის ემბრიონის გული.

ეს მინიატურული გული ნამდვილად დიდი მიღწევაა და მეცნიერებს ახალი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას მისცემთ, რაც საბოლოოდ სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნის საწინდარი იქნება.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...