მთავარისიახლეები26 მაისი"გვაქვს პატივი, ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ ... მერაბ კოსტავა" - აშშ-ის კონგრესის წერილი(1985)

“გვაქვს პატივი, ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ … მერაბ კოსტავა” – აშშ-ის კონგრესის წერილი(1985)

Published on

1985 წლის 25 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიამ მერაბ კოსტავა ნობელის პრემიაზე წარადგინა. წერილის ტექსტს ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი და მოზარდობიდანვე საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს:

ნობელის ინსტიტუტს-ოსლო-ნორვეგია –

“ბატონებო,პატივი გვაქვს, 1985 წლის ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ იური ორლოვი,ანატოლი შერანსკი,ნიკოლა რუდენკო,ვიქტორას ბედკუსი,ედვარდ არუთინიანი და მერაბ კოსტავა.ისინი ხელმძღვანელობენ მოსკოვის ,უკრანის,ლიტვის,ლატვიის და საქართველოს ჰელსინკის ჯგუფებს.მათი დამსახურებაა ადამიანი უფლებათა მოძრაობის დაცვის ზრდა მსოფლიოში.დღეს ჰელსინკის ჯგუფის 39 დამკვირვებელს , უფლებადაცვითი საქმიანობის გამო, ჯამში 348 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.მათ შორის,მერაბ კოსტავას 1978 წლის 19 მაის მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ,ხოლო 1981წლის 15 დეკემბერს დაუმატეს 5 წელი.დღეს ეს მამაცი ადამიანები ,საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში იტანჯებიან ,უარი მიმოწერის უფლებაზე,განსაკუთრებული სასტიკი დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.1984 წლის დასაწყისში მერაბ კოსტავამ გამოაცხადა უვადო შიმშილობა. ამ 6 ადამიანის თავგანწირული ბრძოლა ჰელსინკის პრინციპებისთვის,ცოცხალი მტკიცებულებაა იმისა,რომ ადამიანის უფლებების დაცვა შესაძლებელია ყველგან.ჩვენ ვთვლით,რომ ეს უშიშარი ადამიანები,რომლებიც თავიანთი თანამემამულეების მისწრაფებებს აერთიანებენ საკუთარ თავში,იმსახურებენ ნობელის ინსტიტუტის აღიარებას მშვიდობის დარგში”, – აღნიშნული იყო წერილში.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...