მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დაძარი ანაკლია" - "ლელოს" სამეგრელოს ორგანიზაციამ აქცია გამართა

,,დაძარი ანაკლია” – “ლელოს” სამეგრელოს ორგანიზაციამ აქცია გამართა [Video]

Published on

,,ნუ კლავ ანაკლიას”,   ,,ანაკლია-  ხიდი აფხაზეთთან”, ,,დაძარი ანაკლია”, ამ ტრანსფარანტებით   „ლელო ზუგდიდის“ რეგიონული ოფისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ანაკლია-განმუხურის ხიდთან სიმბოლური აქცია – მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველო დღეს ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობა. მათივე თქმით,  დღევანდელი  პროტესტი დიდ მასშტაბებს მიიღებს და ხელისუფლება ვალდებული იქნება ანაკლიის პორტის  მშენებლობისთვის  ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

დღესვე,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლების ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით ახალგაზრდებთან სასტუმრო „ანაკლიას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა – დისკუსია თემაზე „დამოუკიდებელი საქართველო XXI საუკუნეში“.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...