მთავარისიახლეებისაზოგადოებაახლა გადავკეტავთ გზას ფილარმონიასთან, ხვალ ხეობაში დავბრუნდებით - გოლეთიანი

ახლა გადავკეტავთ გზას ფილარმონიასთან, ხვალ ხეობაში დავბრუნდებით – გოლეთიანი

Published on

ახლა ჩვენ მივდივართ, რათა კიდევ ერთხელ გამაფრთხილებლად გადავკეტოთ გზა, ამჯერად ფილარმონიასთან, და გავაფრთხილოთ ხელისუფლება, ხვალ ჩვენ ისევ შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე , იქნება სიტყვით გამოსვლები, მერე კი დავბრუნდებით ხეობაში – განაცხადა ხეობის მცველთა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2019 წლის 30 მარტს მიღებული შეფასებითი დოკუმენტი, რომელშიც დაწუნებულია ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კომპანიასთან გაფორმებულია ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდა, ამხელს ხელისუფლებას “მის მიერ ჩადენილ უკანონობაში”, ამიტომ ისინი ხეობაში ბრუნდებიან, არ ჩაშლიან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს და ადგილზე შეეწინააღმდეგებიან კომპანია “ენკას” მიერ დაწყებულ სამუშაოებს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია: გაუქმდეს ხელშეკრულება კომპანია “ენკასთან” და შეწყდეს ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, რომელიც 2019 წლის მარტშია მიღებული, იქ აღნიშნულია 22 შენიშვნა ხელისუფლების მიმართ, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, ეს დასკვნა ამ დრომდე გასაჯაროვებული არ ყოფილა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...