მთავარიანტი COVID"ინდური შტამი" საქართველოში - რამდენიმე ინფიცირებულს აკვირდებიან

“ინდური შტამი” საქართველოში – რამდენიმე ინფიცირებულს აკვირდებიან

Published on

გავრცელდა თუ არა ინდური შტამი საქართველოში – პასუხი კითხვაზე რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ამ დროისთვის აკვირდებიან რამდენიმე ინფიცირებულს, ხოლო პასუხი კითხვაზე მათი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება გეგმას, თუ რას უპირისპირებს ხელისუფლება მზარდ ინფიცირებას ან “ინდური შტამის” შესაძლო აღმოჩენას საქართველოში, ჯანდაცვის ექსპერტთა თქმით, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ხელისუფლებას არა აქვს შემუშავებული კონკრეტული მიდგომა, რა უნდა მოიმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ შტამი საქართველოში შემოაღწევს.

“ადრე იყო ბრიტანული შტამი და საქართველოში მის შემოსვლაზე ლაპარაკი, ახლა არის ინდური შტამი, მერე სხვა ქვეყნის შტამი იქნება და რა? ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პრობლემა არის ხელისუფლების გეგმის არარსებობა”, – ამბობს ვახტანგ სურგულაძე, ჯანდაცვის ექსპერტი.

შეგახსენებთ, ინდოეთში კორონავირუსის მასშტაბური მეორე ტალღა აპრილის დასაწყისში, ხალხმრავალი შეკრებების, არასაკმარისი ვაქცინებისა და კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო დაიწყო, რასაც ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ვირუსები მუტაციით ხასიათდებიან, ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს და მუტირებული ვირუსი უფრო ძლიერი ან სუსტი ხდება. Covid-19-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მან რამდენიმე მუტაცია განიცადა და ე.წ. “ინდური შტამი” ერთ-ერთი მათგანია. 

ამავე თემაზე:

არაავტორიზებულ ვაქცინას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – ჯანდაცვის ექსპერტები “სინოვაკზე”

17 გარდაცვლილი, 388 ინფიცირებული, 1357 გამოჯანმრთელებული – COVID 19 სტატისტიკა

რუხის კლინიკაში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...