მთავარისიახლეებიმსოფლიოინდოეთის მდინარეში ასობით გვამი იპოვეს

ინდოეთის მდინარეში ასობით გვამი იპოვეს

Published on

BBC -ის ინფორმაციით, ინდოეთში, მდინარე განგიში, ასობით გვამია ნაპოვნი წყალში და ქვიშიან ნაპირზე.

გაოცემის ინფორმაციითვე, მდინარემ თავდაპირველად 70-მდე გვამი 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა. ამის შემდეგ კი გვამები გამოჩნდა გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებში.

მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ გარდაცვლილები კოვიდინფიცირებულები არიან.

გვამების ნაწილი სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ და კრემაციას უტარებენ, ან მარხავენ.

ინდოეთი კორონავირუსის მეორე ტალღას რამდენიმე კვირაა ებრძვის. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მაღალია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...