მთავარისიახლეებიპოლიტიკასწორედ ლიდერებმა უნდა წაიყვანონ თავიანთი გუნდი სწორი მიმართულებით - ვეცდებით შეხების...

სწორედ ლიდერებმა უნდა წაიყვანონ თავიანთი გუნდი სწორი მიმართულებით – ვეცდებით შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით” — მელია სააკაშვილზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად გუშინ კიევში გაემგზავრა მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გასამართად.

გაგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ის ერთმანეთს საკუთარ ხედვებს გააცნობენ.

,,ორ წელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს და მას არ ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მე და მას შორის ურთიერთობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი ხედვა 

მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის თავისას. ამ ყველაფერზე იქნება საუბარი, ბუნებრივია. მანაც უნდა იცოდეს და მეც — ჩვენ ერთი სტრატეგია, ერთი ხედვა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? თუ აზრთა სხვადასხვაობაა, მეც და დარწმუნებული ვარ, ისიც, ეცდება, შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით”, — თქვა მან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიის წევრთა უმრავლესობამ რა პოზიციაც არ უნდა დააფიქსიროს, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ლიდერების მთავარი ბირთვის მისაღები იქნება – და, შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება სულაც არ დაემთხვეს პარტიის უმრავლესობის აზრს. 

სწორედ ლიდერებმა უნდა წაიყვანონ თავიანთი გუნდი სწორი მიმართულებით; მათ უნდა გაბედონ ზოგჯერ ისეთი ნაბიჯების გადადგმაც კი, რომლებსაც, შესაძლოა, გუნდის უდიდესი ნაწილი არ ეთანხმებოდე.

ნიკა მელია მედიასთან ფაქტობრივად, ღიად ამბობს, რომ ის პირადად ამ ეტაპზე უკვე პარლამენტში შესვლის მომხრეა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...