მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ჰამასის 9 მეთაურის სახლი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ჰამასის 9 მეთაურის სახლი

Published on

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 17 მაისს იერიში მიიტანეს ჰამასის ცხრა ლიდერის საცხოვრებლებზე.

“სახლები, რომლებსაც თავს დავესხით, ტერორისტების ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და ზოგ მათგანში იარაღის საცავებიც კი იყო”. – ამბობს ისრაელის არმია. 

სახლებს შორის იყო რამდენიმე ასმეთაურისა და დანაყოფების მეთაურების საცხოვრებლები.

ასევე, 17 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებიც, რომლებსაც დაჯგუფება საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს. ამჯერად დაბომბილი გვირაბების მონაკვეთის სიგრძე 15 კილომეტრს აღწევდა.

“თავდასხმის ფარგლებში, 20 წუთში 35 სამიზნეს დავარტყით”. – ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალები.

გვირაბების დაბომბვაში მონაწილეობა 54-მა თვითმფრინავმა მიიღო. 

“ეს თავდასხმა იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ფართო ოპერაციის ნაწილი ჰამასის მიწისქვეშა სისტემის მნიშვნელოვნად დასაზიანებლად”. – ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალები.

პარალელურად ღაზის სექტორიდან გრძელდება ჰამასის სარაკეტო თავდასხმები ისრაელის მიმართულებით.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...