მთავარისიახლეებიმსოფლიოშარლ მიშელმა გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში აშშ-ისა და ჩეხეთის...

შარლ მიშელმა გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში აშშ-ისა და ჩეხეთის შეყვანის შესახებ

Published on

ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში აშშ-ისა და ჩეხეთის შეყვანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ასეთ ქვეყნებს შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალოთ თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა აყვანა.

15 მაისს შარლ მიშელმა რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ესკალაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“, რომელიც „ძირს უთხრის დიპლომატიურ ურთიერთობას“.

ეს ტერმინი „არამეგობრული სახელმწიფო“ პირველად აპრილში გაჩნდა რუსეთის კანონმდებლობაში. მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულ სახელმწიფოებს“ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალოთ თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა აყვანა.

დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთს ახლა ნება ეძლევა, თავის დიპწარმომადგენლობაში 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს – არცერთი. ეს შეზღუდვა არ ეხება აკრედიტებულ დიპლომატებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ამას წინათ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თითო რუს დიპლომატს დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები.

ამ განაცხადების ფონია ურთიერთობების დაძაბვა ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის.

17 აპრილს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ 2014 წელს ჩეხეთში იარაღის და ამუნიციის საწყობის აფეთქების უკან. ამ ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.
19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...