მთავარიUncategorizedბრიუსელი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს

ბრიუსელი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს

Published on

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე შექმნილ „საგანგაშო“ ვითარებას და მოუწოდებს ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ, -განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ ხელყო სუვერენული ქვეყნის საზღვარი და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად.

სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ.

აზერბაიჯანი უარყოფს თავისი სამხედროების სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შესვლას და, თავის მხრივ, სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და მოახლოებული არჩევნების წინ პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებამ ჯერჯერობით ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...