მთავარისიახლეებიმსოფლიო"რკი­ნის გუმ­ბა­თი“- რომელსაც ის­რა­ე­ლე­ლე­ბი "ცის ღმერ­თსაც" ეძა­ხი­ან

“რკი­ნის გუმ­ბა­თი“- რომელსაც ის­რა­ე­ლე­ლე­ბი “ცის ღმერ­თსაც” ეძა­ხი­ან

Published on

  • რას წარ­მო­ად­გენს თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა “რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რო­მელ­მაც ნას­რო­ლი რა­კე­ტე­ბის 90%-ზე მე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შეძ­ლო?

“რკი­ნის გუმ­ბა­თი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) – ტაქ­ტი­კუ­რი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა­მარ­თვა­დი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა­გან ის­რა­ე­ლის დაც­ვის­თვის 4-დან 70 კმ-მდე ფრე­ნის მან­ძი­ლი­დან. შექ­მნი­ლია კომ­პა­ნია Rafael-ის მიერ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ის­რა­ე­ლე­ლე­ბი “ცის ღმერ­თსაც” კი ეძა­ხი­ან.

თი­თო­ე­ულ ბა­ტა­რე­ას შე­უძ­ლია და­იც­ვას 150 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია.

“რკი­ნის გუმ­ბა­თის” ძი­რი­თად ღირ­სე­ბას მისი რა­და­რი წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია Elta Systems–ის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ სად­გურს, EL/M-2084-ს, სწრა­ფად შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს მიზ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მათი ტრა­ექ­ტო­რი­ის გა­მოთ­ვლა. პა­ლეს­ტი­ნუ­რი კუს­ტა­რუ­ლი რა­კე­ტე­ბის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი სი­ზუს­ტის გამო ისი­ნი ხში­რად ცდე­ბი­ან მი­ზანს და ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. რა­და­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მოხ­დეს ისე­თი რა­კე­ტე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, ანუ თუ რა­კე­ტა და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­დე­ბა, მას­ზე სის­ტე­მა რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს. რა­კე­ტის აღ­მო­ჩე­ნას და ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მას კი 3 წამი სჭირ­დე­ბა.

“რკი­ნის გუმ­ბა­თის“ პირ­ვე­ლი ბა­ტა­რეა ის­რა­ელ­ში 2011 წლის 27 მარტს, ბეერ-შე­ვას­თან ახ­ლოს გან­თავ­სდა და უკვე ამა­ვე წლის 7 აპ­რილს, წარ­მა­ტე­ბით შე­ა­ჩე­რა ღა­ზი­დან ნას­რო­ლი БМ-21-ის რა­კე­ტე­ბი.

2012 წლის 10 მარტს The Jerusalem Post-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ “რკი­ნის გუმ­ბათ­მა“ ღა­ზის სექ­ტო­რი­დან გა­მო­ტყორ­ცნი­ლი რა­კე­ტე­ბის 90% გა­ა­ნად­გუ­რა, რომ­ლე­ბიც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­სა­ბომ­ბად იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

2012 წლის ნო­ემ­ბრი­სათ­ვის ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მამ 400-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა. 2014 წელს ის­რა­ე­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტაჟ­და 9 ბა­ტა­რეა. 2021 წლის 11 მა­ისს კი სის­ტე­მამ მარ­თლაც სას­წა­უ­ლი შეძ­ლო და 600-ზე მეტი რა­კე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

– ამე­რი­კის ექ­სპრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ის­რა­ელ­მა და სა­უ­დის არა­ბეთ­მა და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­ას­წო­რეს, რა­მაც და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გან­მუხ­ტა, თუმ­ცა, ის, რაც ახლა ხდე­ბა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ღა­ზას სექ­ტორ­თან, – იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, რა­მაც ღა­ზას სექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას არ თმობს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰა­მა­სი”…

კონ­ფლიქ­ტი­სას სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ებს თით­ქმის გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, გამ­ყოფ ხაზ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა გაგ­რძელ­დეს. “ჰა­მასს” ერ­თდერ­თი რაც შე­უძ­ლია არის, რა­კე­ტე­ბის სრო­ლა და ძი­რი­თა­დად, რო­გორც ვნა­ხეთ, უმარ­თავ რა­კე­ტებს ის­ვრის ის­რა­ე­ლის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის­კენ, ანუ დიდი ქა­ლა­ქე­ბის­კენ. მათი წერ­ტი­ლო­ვა­ნი და­მიზ­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში სრო­ლის შე­თხვე­ვა­ში, სად­მე ჩა­მო­ვარ­დე­ბა. ეს არის “ჰა­მა­სის” წევ­რე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ის­რა­ე­ლი კი, მის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობს.

“რკი­ნის გუმ­ბა­თი”, ანუ ის­რა­ე­ლის რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა “ჰა­მა­სის” მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის მო­გე­რი­ე­ბას რამ­დე­ნი­მე წე­ლია ეფექ­ტი­ა­ნად ახერ­ხებს. თუ რა­კე­ტა სად­მე და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას, ტრი­ალ მინ­დორ­ში ეცე­მა, სის­ტე­მა არ მოქ­მე­დებს, თუმ­ცა, თუ ტრა­ექ­ტო­რია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა მას ანე­იტ­რა­ლებს. ამას­თა­ნა­ვე, ის­რა­ელ­ში ძა­ლი­ან არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი “ბობმ­სა­ფა­რე­ბის” სის­ტე­მა, ის­რა­ელ­ში სახ­ლი ისე არ შენ­დე­ბა, რომ თავ­შე­სა­ფა­რი არ ჰქონ­დეს, სა­დაც და­ბომბვი­სას აფა­რე­ბენ თავს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ სახ­ლს რა­კე­ტა მოხ­ვდა, მათ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი აქვთ. ასე­ვე ხდე­ბა, კორ­პუ­სე­ბის აშე­ნე­ბი­სა­საც.

ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბის სა­რა­კე­ტო და­ბომბვას მცი­რე მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ვინ­მემ და­უს­ჯე­ლად და­ბომ­ბოს და ამი­ტო­მაც ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ში ბევ­რად უფრო შე­დე­გი­ა­ნია, რად­გან ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი “წერ­ტი­ლო­ვან” სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს იყე­ნე­ბენ “ჰა­მა­სის” კონ­კრე­ტუ­ლი წევ­რე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად და სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რე­ბის ასა­ფეთ­ქებ­ლად.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...