მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელში ქართველი ებრაელი მძიმედ დაშავდა

ისრაელში ქართველი ებრაელი მძიმედ დაშავდა

Published on

„ისრაელის ქალაქ აკოში ძალიან მძიმედაა დაშავებული ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ისრაელის მოქალაქე. ის საავადმყოფოში, ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანილი _ აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია

,,დაშავებული სამხედრო პირია, ისრაელის არმიაში მსხახურობს. ის, რომ ქუჩაში სამხედროს დაესხნენ თავს, იმის მანიშნებელია, რომ ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ქმედებები ზღვარს არის გადასული“, – განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, დღეს ხდება ცნობილი, რომ შესაძლებელია, ისრაელის მთავრობამ ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება, შევიდეს სახმელეთო ჯარებით ღაზას ტერიტორიაზე.

„ექსპერტები გამორიცხავენ ამას, რადგან ასეთ შემთხვევაში, ისრაელის ჯარს მოსალოდნელია, ჰქონდეს დიდი დანაკარგი ჯარისკაცების სიცოცხლის თვალსაზრისით და ამიტომ ალბათ, მაქსიმალურად თავს შეიკავებენ. თუმცა, შეიძლება, ხვალიდან სპეციალური ბრძანებით დამატებით დაახლოებით 7000 ჯარისკაცის გამოწვევა განხორციელდეს იმისათვის, რომ სამზადისში იყოს ჯარი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის მთავრობა“, – განაცხადა ჟვანიამ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...