მთავარისიახლეებისპორტიხიბულელი ნიკა ჯაკონია, რომელსაც დედა 2 დღის წინ გარდაეცვალა, ხვალ MMA-ს...

ხიბულელი ნიკა ჯაკონია, რომელსაც დედა 2 დღის წინ გარდაეცვალა, ხვალ MMA-ს ტურნირში მონაწილეობას დედის ხსოვნას მიუძღვნის

Published on

,,დედას პირობა მივეცი, რომ მოვიგებდი” – ასე ამბობს 19 წლის ნიკა ჯაკონია, რომელიც ხვალ თბილისში ,, შერეული საბრძოლო ხელოვნება” MMA (ბრძოლა წესების გარეშე) ტურნირში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ნიკა პირველად ამ დაუნდობელ ბრძოლებში, ხვალ, გადახურულ გალიაში დედისთვის იბრძოლებს.

“მიუხედავად დიდი ტკივილისა ის რინგზე ავა და მაქსიმუმს გააკეთებს.
ჩემო მეგობრებო, ახლა ნიკას თქვენი გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდება
დარწმუნებული ვარ ნიკა მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს და გაემგზავრება ,, მსოფლიოზე” ჩვენი ქვეყნის სახელით! “- წერს ნიკას მეგობარი ბექა ლაგვილავა ფეისბუკზე.

ნიკას ახლა საუბარი უჭირს. თეა ბულია, რომელიც მძიმე დაავადებას საფრანგეთში ებრძოდა, 2 დღის წინ გარდაიცვალა და ოჯახს ახლა მძიმე დღეები უდგას. ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია, ხვალინდელ შეჯიბრს განსაკუთრებულად აღიქვამს – “გამარჯვება დედისთვის და დედას გამო”‘- ამბობს ნიკა ჯაკონია

სიახლეები

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე POG-მა 6 პოლიციელი დააკავა

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. "შიდა ქართლისა და...

პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქს და პიტერ...

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების...