მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადათხრილი ქუჩები ზუგდიდში და წლობით დაუსრულებელი სამუშაოები ცენტრალურ გზებზე

გადათხრილი ქუჩები ზუგდიდში და წლობით დაუსრულებელი სამუშაოები ცენტრალურ გზებზე [Video]

Published on

ზუგდიდის ცენტრში 18 ცენტრალური ქუჩა ისევ გადათხრილია, წყლის მილების არასწორი დაქსელვის გამო, ქუჩების ხელახალი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კოსტავასა და კიდევ სხვა 17 ქუჩის რეაბილიტაციისთვის ,,აზიის განვითარების ფონდმა’’ 220 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა პროექტი წლებია დაუსრულებელია და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული თარიღი, თუ როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია -არ არსებობს.  ცენტრალური ქუჩის მაღაზიებსა და აფთიაქებში მომუშავე ადამიანებისთვის კი მტვერი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც ხშირად უწევთ დაკეტილ სივრცესი მუშაობა.

აღნიშნულ ქუჩებზე, პარალერულად მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის მოწყობითი სამუშაოები , რაც აფერხებს გზების რეაბილიტაციას, გარდა ამისა, კოსტავას ქუჩაზე იყო გრუნტის პრობლემა. ქუჩის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები  კი მომავალი კვირიდან აღდგება.

უნდა აღინიშნოს, რომ კოსტავას ქუჩაზე,სადაც  მიმდინარეობს გზების რებილიტაცია, მდებარეობს ,,ევექსის’’ პოლიკლინიკა, სადაც კოვიდ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, გართულების შემთხვევაში კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა ამ გზით მოუწევს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...