მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-მ არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური იარაღი ამოიღო

აშშ-მ არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური იარაღი ამოიღო

Published on

აშშ-ს ფლოტმა და სანაპირო დაცვამ არაბეთის ზღვაში პატარა ზომის გემი დააკავა, რომლიდანაც დიდი რაოდენობით უკანონო იარაღი ამოიღო.

კრუიზერმა USS Monterey-მ პატარა ზომის გემი, რომელიც არცერთი სახელმწიფოს დროშის ქვეშ არ ცურავდა, 6 მაისს გეგმური ოპერაციების დროს გააჩერა. აშშ-ს სანაპირო დაცვის გუნდი გემის ბორტზე გადავიდა და დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინა.  

ამოღებული იარაღმა თითქმის მთლიანად დაფარა 173 მეტრის სიგრძის სამხედრო ხომალდის უკანა ასაფრენი გემბანი. იარაღის აშშ-ს ხომალდზე გადატანას ორი დღე დასჭირდა.

“იარაღში შედიოდა ათობით მოწინავე რუსეთში წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ათობით ათასი ჩინური 56-ე ტიპის შაშხანა, PKM ტიპის ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერის შაშხანები და ყუმბარმტყორცნები”. – ნათქვამია აშშ-ს ფლოტის განცხადებაში. 

აშშ-ს ფლოტის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება იარაღის წყაროსა და დანიშნულების დასადგენად. იარაღი აშშ-ს მფლობელობაში დარჩება. ფლოტის განცხადების თანახმად, დაკავებული გემის ეკიპაჟი დაჰკითხეს, წყლითა და საკვებით უზრუნველყვეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...