მთავარისიახლეებიმსოფლიოჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების ახლოს ჩაცვივდა.

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების ახლოს ჩაცვივდა.

Published on

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების ახლოს ჩაცვივდა.  ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების თანახმად, რაკეტის ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის დროს დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია, დაეცა თუ არა რაკეტის ნამსხვრევები უშუალოდ მალდივის კუნძულებზე.

რაკეტა Long March 5B-ს ჩინეთის ახალი კოსმოსური სადგურის მთავარი მოდული გადაჰქონდა დედამიწის ორბიტაზე. ის 29 აპრილს გაუშვეს. ჩვეულებრივ, ამაჩქარებელი საფეხურები საწვავის ამოწურვის შემდეგ რაკეტას სცილდება და უკან, დედამიწაზე ვარდება, მაგრამ 23-ტონიანი მთავარი საფეხური კოსმოსური სადგურის მთავარ მოდულს ორბიტაზე ბოლომდე გაჰყვა. 

ატმოსფეროს ზედა ფენებში რაკეტასა და ჰაერს შორის არსებული ხახუნის გამო, მან სიმაღლის კარგვა მალევე დაიწყო და დედამიწისკენ “უკონტროლო ვარდნა დაიწყო”. იმის შესაძლებლობა, რომ რაკეტის ნამსხვრევებს დედამიწაზე სერიოზული ზიანი გამოეწვია ძალიან მცირე იყო. სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოების მეცნიერები რაკეტის ტრაექტორიას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

ჩინეთის თანახმად, რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში პეკინის დროით 10:24-წუთზე შემოვიდა. აშშ-ს კოსმოსური შტაბმა დაადასტურა, რომ რაკეტა არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში, თუმცა, უწყების თანახმად, უცნობია, მისი ნამსხვრევები წყალში ჩაცვივდა თუ ხმელეთს მოხვდა.

Long March-ი 5B-ტიპის მეორე რაკეტა იყო, რომელიც ჩინეთმა გაუშვა. პირველი 2020 წლის მაისში გაეშვა. გასულ წელს, რაკეტის ნამსხვრევები კოტ-დ’ივუარში ჩამოცვივდა და რამდენიმე შენობა დააზიანა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“ქვეყნებმა, რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს ქმნიან, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ რისკები ადამიანებისთვის და საკუთრებისთვის დედამიწაზე, რომლებიც კოსმოსური ობიექტების ატმოსფეროში დაბრუნებისას იქმნება და მაქსიმალურად უნდა გაზარდონ გამჭვირვალობა ამ ოპერაციებთან დაკავშირებით. ნათელია, რომ ჩინეთი ვერ ასრულებს კოსმოსურ ნამსხვრევებთან დაკავშირებულ სტანდარტებს”. – თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა, ყოფილმა სენატორმა და ასტრონავტმა ბილ ნელსონმა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...