მთავარისიახლეებიმსოფლიოდედამიწაზე შესაძლოა 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა ჩამოვარდეს

დედამიწაზე შესაძლოა 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა ჩამოვარდეს

Published on

პენტაგონი თვალს ადევნებს 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია. ხომალდი დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისმა ნამსხვრევებმა პლანეტის ატმოსფეროში შემოაღწიოს და ჩამოვარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს. ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროცესი სახიფათო არ არის და რისკი იმისა, რომ დედამიწაზე დიდი ზომის ნამსხვრევები მოხვდეს, ძალიან მცირეა. რაკეტის ნამსხვრევების სავარაუდო ჩავარდნის ადგილად წყნარი ოკეანე მოიაზრება.

ჩინეთმა რაკეტა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, რის შემდეგაც ის უკონტროლო გახდა.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...