მთავარისიახლეებისაზოგადოებადაჭრა ზუგდიდში - ახლობლები პოლიციას ძალადობაში სდებენ ბრალს

დაჭრა ზუგდიდში – ახლობლები პოლიციას ძალადობაში სდებენ ბრალს [Video]

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ქართველი დაიჭრა. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან, ნაფატის მონაკვეთზე გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ. პაპუნა ძანძავას ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას ფეხში. დაჭრილები კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ, მათი სახლიდან საოკუპაციო ხაზამდე დაახლოებით 700 მეტრია. ბადრი და პაპუნა ძანძავები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, შვილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი. საოკუპაციო ხაზთან ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე დაჭრილი მამა-შვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობენ. ახლობლები პოლიციას ძალადობაში სდებენ ბრალს. გამომძიებლის ინფორმაციით კი სპეცოპერაციის დროს პოლიციელებიც დაშავდნენ. მისი თქმით, დაზიანებები სამართალდამცველებს მამა-შვილმა ბლაგვი საგნით მიაყენეს. ისინი ქუთაისში ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...