“სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ჯგუშია კომბინატის დასახლებაში მჭიდროდ დასახლებულ ადგილას ცემენტის ქარხნის მშენებლობის ნებართვასა და დე-მონტაჟისთვის უარის თქმის გამო მერიასთან დავას იწყებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თენგიზ ჯგუშიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. მშენებლობა დახლოებით რვა თვეა შეჩერებულია, თუმცა ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა მერიამ უგულვებელჰყო, რითაც ჯგუშიას თქმით,ზუგდიდის მერიამ მშენებლობის გაგრძლების ნებართვა წაახალისა.