მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 144 მილიონს გადააჭარბა [Video]

0
455

ჩინეთში ახალი, უცნობი ვირუსის გამოჩენის შესახებ პირველი შეტყობინებები საერთაშორისო მედიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა, კორონავირუსის ინფექციური დაავადება მსოფლიოში 2019 წლის ბოლოდან გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია. 2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის (ე.წ. კორონავირუსი) აფეთქება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა.
პირველი დარტყმა სწორედ ჩინეთმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მალევე მოხდა ქალაქ უხანის ჩაკეტვა და გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, ვირუსი მაინც ვრცელდებოდა.
სხვა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩინეთთან რეგულარული ფრენები შეეჩერებინათ. რიგში შემდეგი იტალია იყო. ვირუსი აქაც ელვის სისწარფით გავრცელდა. კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. გასული წლის ბოლოს მისი გამოჩენის შემდეგ, ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელდა. დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ევროპა ვირუსის ეპიცენტრი გახდა, სადაც ჩინეთთან შედარებით, ყოველდღიურად ახალ-ახალი შემთხვევები რეგისტრირდება.
კორონა პანდემიის შედეგები თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო. მოსახლოების უმეტესობამ დაკარგა სამსახური, რამაც უმუშევრობის დონის გაზრდა გამოიწვია. ყველაზე დიდი დარყმა ტურიზმის და ტრანსპორტის სფერომ მიიღო. დაიხურა სასტუმროები, რესტორნები, შეწყდა ფრენები, გაჩერდა წარმოება.
საქართველოში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.ვირუსით 50 წლამდე საქართველოს მოქალაქე მამაკაცი დაინფიცირდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლითშემოვიდა. ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ვირუსისაგან თავდაცვისათვის საჭირო რეკომენდაციებზე საუბარი და მოქალაქეებს იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია, რომლებშიაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. თანდათანობით ინფიცირებულთა რიცხვა იმატა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შიდა გავრცელების შემთხვევების დადასტურების გამო, რომლის არეალიც საგრძნობლად გაფართოვდა, საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდომარეობა ერთი თვის ვადით გამოაცხადა. 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი აამოქმედა .სამსახურები და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მთავრობამ 2020 წლის 23 მაისს გააუქმა. კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში შემოდგომაზე დაიწყო. შემთხვევების ზრდის ტენდენციის საპასუხოდ, 26 ნოემბერს თავიდან დაწესდა შეზღუდვები და სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც აიკრძალა.
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას წელიწადზე მეტია ებრძვის. ვირუსით მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 3 მილიონზე მეტი ადამინი.განკურნებული 120 მილიონ ადამიანზე მეტი.რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსი დღემდე 297 ათასს ადამიანს აქვს დადასტურებული, განიკურნა 282 ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვლილთა რაოდენობა 4 ათასს უტოლდება.
ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო, როცა ვირუს SARS-CoV-2 ის გენომი გაშიფრეს. გასული წლის დეკემბერში მსოფლიომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტი – ვაქცინა მოიპოვა და ბევრმა ქვეყანამ მოსახლეობის აცრა აქტიურად დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ფარამცევტული კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტური იყო, მსოფლიოს ქვეყნებმა ვაქცინებისთვის საგანაგებო ავტორიზაციის მინიჭება და მათი გამოყენება დაიწყეს. დღევანდელი მოცემულობით, მოსახლეობაში გამოყენებისთვის მსოფლიოში უკვე 10 -მდე ვაქცინაა ნებადართული. 1.Pfizer/BioN-Tech
2.Astra-Zeneca/Oxford
3.Moderna/Lonza
4.Johnson & Johnson
5.Novavax
6.Sinopharm
7.Sinovac Biotech Co.
8.sputnik V

წინა სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაგაიკეთებენ თუ არა ვაქცინას მოქალაქეები – ხალხის აზრი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური