მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ [Video]

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ გაიხსნა. ენგურის ხიდზე გადმოსულებს დღეიდან 5 დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ენგურის ცენტრალურ ხიდთან  კარვები დგას, სადაც მოქალაქეებს ტესტირებას უტარებენ. მოეწყო დაყოვნების სივრცეც. დადებითი პასუხის შემთხევაში მოქალაქეებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზებით კოვიდკლინიკაში ან საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, ან შესაძლოა იზოლაციის რეკომენდაცია გაიცეს.

დე- ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელების ანტიგენით ტესტირება დილიდან დაიწყო. მოქალაქეებს რიგში დგომა საათობით უწევთ, რაც მათი თქმით, პრობლემას წარმოადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცის ხელმძღვანელი რეგიონში ნანა ოდიშარია ამბობს, რომ მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ სასურველ კლინიკებში. რაც შეეხება ნაკადების მართვას და აღრიცხვას, ოდიშარიას თქმით, ის ელექტრონულად,  უსაფრთხოების პრინციპების დაცვით მოხდება.

საქართველოს ხელისუფლებამ 5 დღიანი კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება 14 აპრილს, მას შემდეგ მიიღო, რაც 7 აპრილს ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მედიკამენტებისა დ ასაკვები პროდუქტების შესაძენად შემოვლითი გზით გადმოსვლისას, 4 ადამიანი ენგურში დაიხრჩო. ამას მოყვა საპროტესტო აქციები კარანტინის გაუქმების მოთხოვნით.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...