მთავარისიახლეებიმსოფლიოპრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზზე მჯდარი შიშველი პუტინის ფიგურა დადგეს

პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზზე მჯდარი შიშველი პუტინის ფიგურა დადგეს

Published on

  • პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანზე, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოსთან, აქტივისტებმა დადგეს „ოქროს“ უნიტაზი, რომელზეც დასვეს ვლადიმირ პუტინის შიშველი კარიკატურული ფიგურა, ფეხებამდე ჩაწეული წითელი ტრუსებით და ხელში დააჭერინეს ტუალეტის საწმენდი ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდი. კვარცხლბეკზე, რომელზეც უნიტაზი დგას, წარწერაა წითელ ფონზე „შიშველი მკვლელი“.

აქტივისტთა გაერთიანების, „კაპუტინის“ ხელმძღვანელმა, ოტაკარ ვან გემუნდმა, რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „გვსურდა რუსეთის საელჩო მოგვერთო პუტინისეულ მაფიოზურ სტილში, რადგან ბოლო ხანებში რუსეთი ძალიან აგრესიულად იქცევა უკრაინის და მთელი მსოფლიოს მიმართ“.

რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრისპირა არეალიდან და „ოკუპაციური ძალები“ საკუთრივ უკრაინიდან, ასევე გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი.

რუსეთის საელჩოსთან წესრიგს იცავდა პოლიციელების ჯგუფი, მათ აქციის მომწყობთათვის ხელი არ შეუშლიათ

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...