მთავარისიახლეებისაზოგადოებარეგიონული კონკურსები მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად

რეგიონული კონკურსები მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად [Video]

Published on

ინოვაციური რეფორმებისადმი მასწავლებელთა ნდობის განმტკიცებისა და მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  საბაზისო განათლების პროგრამა ატარებს რეგიონულ კონკურსებს მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად. ამ ღონისძიების მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვას, მათი საქმიანობის  სტიმულირებას და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.პროგრამის სურვილია, წაახალისოს გამორჩეული დამწყები პედაგოგებიც მათი მიღწევების აღიარებით, რათა მათ გააგრძელონ პროფესიული საქმიანობა. ამ მიზნით პროგრამა დააჯილდოებს მათემატიკის ან კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყებ მასწავლებელს.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში USAID საბაზისო განათლების პროგრამის პარტნიორია  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. სწორედ უნივერსიტეტის ტრენერები წაახალისებენ და დაეხმარებიან თავიანთი სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს შეკრიბონ და წარსადგენად მოამზადონ ნომინაციის პაკეტი. სკოლა გადასცემს ნომინაციის პაკეტს ტრენერს, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატების პროგრამისთვის მიწოდებას. ტრენერებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ განსაკუთრებული, გამორჩეული პედაგოგების პაკეტები. ამისათვის ტრენერებს აქვთ ვადა 30 აპრილამდე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...