მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის თეატრმა 153-ე სეზონი ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგმული ტრაგიკომედიით გახსნა

ზუგდიდის თეატრმა 153-ე სეზონი ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგმული ტრაგიკომედიით გახსნა [Video]

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. ისტორიული საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ “ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი “, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა. 13 მცირე ნოველა ერთ ტრაგი-კომედიაში ერთიანდება. იმედგაცრუებული, მშიერი, შეშინებული, უიმედო , ფსევდო სამყაროში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურობიდან. მათი ყოფა სავსეა აბსურდულობით , სევდით , ტრაგიზმით , მენტალური და ფიზიკური პრობლემებით , არარეალიზებული სურვილებით და პიროვნების გაუცხოვებით საკუთარ თავთან. “აქ , რასაც ნახავთ ყველაფერს აქვს აზრი . აქ , რასაც ნახავთ არაფერს აქვს აზრი . ამ ნოველებში ნახავთ იმას , რაც არ შეიძლება რომ მოხდეს , მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება”. როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი , რომელიც ამ პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ , სადაც ის არ არის და ეძებენ იქ , სადაც შეიძლება რომ იყოს.

153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა.

სიახლეები

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა - ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების...

არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის...

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...