მთავარისიახლეებისაზოგადოებარწმუნებულის ადმინისტრაციამ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

რწმუნებულის ადმინისტრაციამ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო.

,,9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ამ დღის გმირებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან მისაბაძები მომავალი თაობებისთვის. 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა ჩვენი რეგიონის მკვიდრი 22 წლის აზა ადამია, რომელიც მედგრად იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა თავისუფლებისთვის“-აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.

მემორიალთან ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...