მთავარისიახლეებისაზოგადოება“ენგური საზღვარი არ არის!” - ზუგდიდში აქცია გაიმართა

“ენგური საზღვარი არ არის!” – ზუგდიდში აქცია გაიმართა [Video]

Published on

“ჩვენ ვარსებობთ””ვსწავლობთ ქართულად, ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად””კარანტინი გვახრჩობს!” “ენგური საზღვარი არ არის!””აფხაზეთში ჩემი სახლია” – ამ გზავნილებით ზუგდიდსა და თბილისში დღეს აქცია ერთდრიულად გაიმართა. აქცია თბილისში გალელმა ახალაგზარდებმა დააანონსეს.

“დიახ, ჩვენ გვტკივა აფხაზეთი, დიახ, არ არის ენგური საზღვარი და გვარხჩობს კარანტინი, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე ეწირება, სწორედ ამის გამო მოხდა 7 აპრილის ტრაგედია ენგურზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადახედოს კარანტინის წესებს და გააუქმოს ის ენგურის ხიდზე. იქ, აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება და თანადგომა”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილლემ მაკო ჭკადუამ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 7 აპრილს ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...