ნიკა მელიას პოლიტიკური სასამართლო

0
366

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პოლიტიკური სასამართლო მიმდინარეობს.

რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას დღევანდელი პროცესიდან?

რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება,განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.- უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებისა და მისი გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ მოლაპარაკებებისთვის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მოლაპარაკებები შესაძლოა, გაგრძელდეს. ამასთანავე, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლება არ არის საკმარისი, რადგან გიორგი რურუას ასევე არის პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართაც უნდა შეწყდეს დევნა.

ნაციონალური მორაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება იყო „სამარცხვინო პოლიტიკური ფარსი”, დღესაც, თუ ის გათავისუფლდება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს,  ნიკა მელია რეჟიმის პოლიტპატიმარია და ის თავის პოზიციაზე პრინციპულად დგას. იგი არ აპირებს შეეგუოს არც არჩევნების გაყალბებას, არც მასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას და მის საჯაროდ აბუჩად აგდებას, ასევე, აბუჩად აგდებას ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის მინიმუმ 52%-ის გადაწყვეტილების და არ აპირებს შეეგუოს რეჟიმის მიერ დაწესებულ პოლიტიკურ უსამართლო მართლმსაჯულებას. ამის გამოა საპატიმროში. ის დაკავებულია პოლიტიკური მოტივით, რადგან რეჟიმს გონია, რომ ამით ნიკას ან ვინმეს დააშინებს. ნიკა სამართლიანად გახდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.

ნიკა მელიას გარეთ ყოფნა არის ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენი სურვილი და „ქართული ოცნების“ საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა, – განაცხადა„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ – მისი  გამოშვება- არ გამოშვების საკითხი არის „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი.

თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, მას დიდი თავის ტკივილი მოშორდება, ოღონდ არ ვიცი ამისთვის გონიერება რამდენად ეყოფა, თან „ქართულ ოცნებას“ დღეს მდგომარეობა უდგას ასე- გაათავისუფლებს მელიას და შეუმსუბუქდება ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ გაუართულდება ქვეყნის შიგნით. ან პირიქით

.ოპოზიციისთვის რიგგარეშე არჩევნები ეს არის გარდაუვალი თემა. ნიკა მელიასთვის რომ არჩევნები არ ყოფილიყო მთავარი თემა, ის პარლამენტში შევიდოდა და გარეთ იქნებოდა. გარეთ ყოფნა ეს უნდა იყოს შედეგი და საფუძველი მომავალი პროცესებისა და არავითარ შემთხვევაში საბოლოო შედეგი, რომლითაც პროცესები დამთავრდება“,- განაცხადა ბობოხიძემ.

წინა სტატია“5 დღე უნდაო ცნობის გაცემას”- ენგურში ნაპოვნი 3 ცხედრის გადასვენება ოკუპირებულ გალში ამ დრომდე ვერ ხერხდება [Video]
შემდეგი სტატიანიკა მელაის სასამართლო პროცესი13 აპრილამდე გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური