მთავარისიახლეებისაზოგადოება"5 დღე უნდაო ცნობის გაცემას"- ენგურში ნაპოვნი 3 ცხედრის გადასვენება ოკუპირებულ გალში...

“5 დღე უნდაო ცნობის გაცემას”- ენგურში ნაპოვნი 3 ცხედრის გადასვენება ოკუპირებულ გალში ამ დრომდე ვერ ხერხდება [Video]

Published on

ენგურში ნაპოვნი 3 ცხედრის გადასვენება ოკუპირებულ გალში ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახი ახლობლების ცხედრებს ენგურს გაღმა უკვე მეორე დღეა  ელოდება. ერთ-ერთი გარდაცვლილის თამაზ ბასლანძის ნათესავი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვენებისთვის რუსული მხარე გარდაცვალების მოწმობას ელოდება, რის გაცემასაც ქართული მხარე აჭიანურებს:

“5 დღე მოგვთხოვეს..ცნობის აღებას 5 დღე უნდაო, გვითხრეს და მანამდე გაფუჭდება მიცვალებული, ველოდებით , რა იქნება რომ დააჩქარონ, ოჯახი იქეთ ელოდება ხიდზე, დაგვეხმაროს ხელისუფლება და ეს მაინც გააკეთოს“- ამბობს ბასლანძის ნათესავი ზუგდიდში, რომლის სახლშიც გარდაცვლილია დასვენებული.

ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპულ ოთხივე ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთმათგანი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული

გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...