მთავარისიახლეებისაზოგადოებაშამგონაში, მდინარიდან ამოყვანილი 3 ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

შამგონაში, მდინარიდან ამოყვანილი 3 ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს [Video]

Published on

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ შემოვლითი გზით წამოსული 1 ადამიანის პოვნა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. სოფელ შამგონაში წყალმა მდინარის ნაპირზე მამაკაცის ცხედარი დილით გამორიყა. მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

ოთხი ადამიანიდან 2 ერთი ოჯახის წევრია, სავარაუდოდ, ისინი პროდუქტების  საყიდლად გადმოდიოდნენ. რაც შეეხება კიდევ ორ მათგანს, ისინი მეზობლები იყვნენ, მათ შორის ერთი სოფელ წარჩედან და ერთი კი ოქუმიდანაა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი პენსიის ასაღებად მოდიოდა, ერთს კი სამედიცინო გამოკვლევა სჭირდებოდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს – ორგანიზაცია ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.- ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...