მთავარისიახლეებიმსოფლიოსუეცის არხში გაჭედილი ტვირთმზიდი მეჩეჩიდან მოხსნეს

სუეცის არხში გაჭედილი ტვირთმზიდი მეჩეჩიდან მოხსნეს

Published on

სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური ტვირთმზიდი Ever Given-ი მეჩეჩიდან მოხსნეს. სამაშველო სამსახურების მესამე მცდელობაც რომ წარუმატებელი ყოფილიყო, იგეგმებოდა გემის ტვირთისგან დაცლა, რათა მისი საერთო წონა – 220 ათასი ტონა შეემცირებინათ. ტვირთმზიდი მეჩეჩიდან დღეს დილით მოხსნეს დამატებითი ბუქსირების გამოყენებით.

400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის Ever Given-ი, რომელიც პანამის დროშით დაცურავს, ეგვიპტის სანაპიროსთან, მეჩეჩზე 23 მარტს დაჯდა არხის გადაკეტვას წინ უძღოდა უამინდობა, რომლის გამოც დიდმა საკონტეინერო გემმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ მოძრაობა სხვა გემებისთვისაც შეუძლებელი გახდა.

გემი იაპონურ ფირმას Shoei Kisen Kaisha-ს ეკუთვნის.

ამჟამად სუეცის არხთან 450-ზე მეტი გემი იმყოფება. როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას, ჯერჯერობით უცნობია. არხის უმოქმედობის გამო, მსოფლიო ეკონომიკა ყოველდღიურად ზარალდება დაახლოებით 9 მილიარდი დოლარით.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...