მთავარისიახლეებისპორტისაქართველო - ესპანეთის მატჩზე დამსწრეებისთვის, დღეს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს

საქართველო – ესპანეთის მატჩზე დამსწრეებისთვის, დღეს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს

Published on

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის თამაში გაიმართება, რის გამოც, მათთვის, ვინც თამაშს სტადიონზე დაესწრება და ბილეთი ექნება, კომენდანტის საათი არ იმოქმედებს და 01:00 საათამდე, სახლამდე მისვლას ჯარიმის დაწერის საშიშროების გარეშე შეძლებენ.

მატჩის გამო, ასევე 01:00 საათამდე დაშვებული იქნება მეტროსა და ავტობუსის მუშაობაც.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 18 მარტს მიიღო.

სტადიონზე მაყურებლების 30% იქნება დაშვებული, რაც “დინამო არენას” შემთხვევაში, დაახლოებით 17 ათასი მაყურებელია.

თამაში “დინამო არენაზე” 20 საათზე დაიწყება.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...