მმართველ პარტიას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან – სენატორები საქართველოში სიტუაციის შესახებ

0
334

აშშ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

მოსმენა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში მიმდინარეობს .

ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინია. ქვეკომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებს ჯორჯ კენტსა და კარა მაკდონალდს.

სენატორმა ჯინ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,არ არის საკმარისი ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლზეა”

,,მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო, ვციტირებ, “კონკურენტული და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული”, ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. 

არ არის საკმარისი ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია. 

აშშ მრავალი წლის მანძილზე იყო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირე, ეს დღესაც ასეა. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებისა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევაში…”

მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან – ხაზგასმით აღნიშნა სენატორმა ჯეიმს რიშმა აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე., ეს კონფლიქტი მხოლოდ აზიანებს ქვეყანას და ხალხს და რუსეთს უღებს კარს… – თქვა მან

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვიხილეთ თუ როგორ განიცდიდა ქვეყანა [საქართველო] დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ქვეყანა უკეთესს იმსახურებს და შესაძლებლობა აქვს სსრკ-ს ისტორიისგან თავი დააღწიოს. ახლა [საქართველოში] ოლიგარქიული გავლენები იზრდება სასამართლოზე, მედიასა და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. 

ჩემი აზრით, კრიზისზე, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას და რომელიც რამდენიმე წლის დაძაბული სიტიაციისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაა, პასუხისმგებელია ყოველი მხარე. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის მიმართ და შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ.

პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში არის მაგალითად ის, რომ მოსამართლეების უმაღლესი საბჭო გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული სისტემის და დაწინაურების სისტემის გამოყენებით და ა.შ. დიდწილად მას კლანად მოიხსენიებენ. – თქვა კარა მაკდონალდმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე.

მინდა შევეხო ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე, რომლებიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილებია. საზოგადოებისთვის პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის შესამჩნევად გაუარესებული მოპყრობითა და ეროვნული მედიის მზარდი პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება. როგორც ქვეყნის შიდა, ისე უცხოური დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ქართული საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს. 

პრობლემები, რომელთაც ხაზი გავუსვი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს დემოკრატიული გზისთვის საზიანო კიდევ სხვა გავლენებისთვის ხსნის კარს…

ძალიან ბევრი მსგავსებაა იმაში, რაც მოხდა საქართველოსა და რაც მოხდა უკრაინაში. რუსეთი დებს ფსონს იმაზე, რომ შეძლებს ამ ორი ერის ეკონომიკისა და პოლიტიკის დესტაბილიზაციას და ისინი ეტაპობრივად დანებდებიან, გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომ სრული დაპყრობის გარეშე აღმოჩნდებიან კრემლის გავლენის ქვეშ.

ყოველთვის ამოუცნობია ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის დახარჯვაზე წელს და ყოველგვარი დებატების გარეშე კიდევ 4 მილიარდ დოლარს ჩავდებთ ევროპის დამშვიდებაში, რომელიც სამხედრო თავდაცვას ეძღვნება NATO-ს აღმოსავლეთ-ევროპის ფლანგზე.

არ ვამბობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ, მეჩვენება, რომ რესურსების არასწორი განაწილებაა. მილიარდებს ვხარჯავთ სამხედრო თავდაცვაზე ევროპაში, მაშინ, როდესაც რეალური სისუსტე ქვეყნებისა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, გამოიხატება რუსეთის შესაძლებლობაში, რომ მათი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. შემდეგი ბიუჯეტის განხილვის დროს, იმედი მაქვს, გავითვალისწინებთ და დავაყენებთ მოთხოვნებს იმის შეფასებაზე, თუ რამდენად ეფექტურია ეს ფულადი სახსრები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა განათლება, მედიის დამოუკიდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და ეს, როგორც მინიმუმ, ისეთივე კარგია ინვესტიციებისთვის, როგორიც როტაციის ბაზაზე სამხედრო ჯგუფების გაგზავნა

დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ ამის შესახებ აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე ისაუბრა. 

წინა სტატია,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, თუმცა საქართველოს ლიდერებისგანაც მოველით, იმოქმედონ ქვეყნის საჭიროებისამებრ”- ჯორჯ კენტი
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური