მთავარიUncategorizedგერმანელი ექსპერტების აზრით, ვაშლიჯვარში მეწყრული პრობლემა კომპლექსურია

გერმანელი ექსპერტების აზრით, ვაშლიჯვარში მეწყრული პრობლემა კომპლექსურია

Published on

თბილისის მერიის მიერ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერთან დაკავშირებით მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტებმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ “საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რომლის რაღაც ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს”.

მისი თქმით, ჯერ მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება.

“ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც არის განხორციელებული აბსოლუტურად სწორია, კერძოდ გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის აბსოლუტურად მართებული. ეს არის სავარაუდოდ ინიცირების ფაზა შესაძლო მასშტაბური მეწყერის, ჩვენ უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები, მონიტორინგი”, – თქვა გერმანელმა ექსპერტმა.

მისი განცხადებით, უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, დავეყრდნოთ გეოლოგიურ კვლევებს და ამის მიხედვით გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები.

მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, შემდეგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს ადგილზე.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...