მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს - წაღებულია პროდუქტი

სენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს – წაღებულია პროდუქტი [Video]

Published on

სენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს. შემთხვევა ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია საკვები პროდუქტი, მათ შორის დაკონსერვებული საკვები, ძეხვი, კარაქი, ზეთი და ა.შ. მისივე ვარაუდით, მაღაზიაში სიგარეტს და ფულსაც ეძებდნენ და ჩასარიცხი აპარატის გატეხვაც სურდათ.

ნაქურდალი პროდუქტის ნაწილი პოლიციამ მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...