მთავარისიახლეებისამართალი,,რანაირად შეიძლებოდა ვყოფილიყავი ეთერებში და ერთდროულად იმ გემზე?'' - მიხეილ სააკაშვილი...

,,რანაირად შეიძლებოდა ვყოფილიყავი ეთერებში და ერთდროულად იმ გემზე?” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების დაკავებას და სასამართლო პროცესს ეხმაურება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების დაკავებას და სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ მეზღვაურები ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული. ამ ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

“რისთვის ალპობთ ამ ხალხს უკვე მრავალი თვეა ციხეში, იმის გამო, რომ “იმ ადამიანს” თავში რაღაც მოელანდა? სააკაშვილი ამ დროს იჯდა ყველა ეთერში, რანაირად შეიძლებოდა, ერთდროულად ვყოფილიყავი ეთერებში და ერთდროულად ვყოფილიყავი იმ გემზე? 

ეძებდნენ თურმე წინდებს, საცვლებს ჩემსას, რაც მომიყვნენ ეს უკრაინელები, მათ, რაც გაიგეს მთელი ამბებიდან. ბოდიშს ვიხდი და როგორ უნდა დაედგინათ ჩემი წინდები და საცვლები იყო დნმ-ის ანალიზის აღებას აპირებდით, თუ როგორ?

ხომ მიხვდნენ, რომ არ ვიყავი, ახლა რატომ ჰყავთ ეს ხალხი ციხეში? – ამიხსნას ვინმემ. არ არის სასაცილო, ვიღაც ადამიანები ტყუილად ჰყავთ ციხეში. მხოლოდ იმის გამო, რომ მე მოველანდე და ასე ხშირად თუ მოგელანდებით, ჩემო ძვირფასებო შეიძლება ცხადში აგიხდეთ და რათ გინდათ ასეთი რაღაცების კეთება და მე ნახევრად ხუმრობით, კი არ ვამბობ, სერიოზულად გეუბნებით – იმდენჯერ მოგელანდეთ უკვე, რომ მოლანდებებმა იცის ცხადში ახდომა, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბერს ღია ზღვაში სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის საფუძველიც გახდეს.

კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა. 

შეგახსენებთ, დაკავებული უკრაინის მოქალაქეებისა და  მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ განახლდა და დღეს გაგრძელდა. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...