მთავარისიახლეებიმსოფლიოპრემიერმა ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა

პრემიერმა ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გადააყენა. გასპარიანის პოსტიდან მოხსნის შესახებ განცხადება ფაშინიანის ოფიაციალურ ვებგვერდზე დღეს, 10 მარტს გამოქვეყნდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსი, მისმა მოადგილეები და სამ ათეულზე მეტი სამხედრო მეთაური აწერდა, ნათქვამი იყო, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. ეს ყველაფერი ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, რასაც პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა. სომხეთის დედაქალაქში მოქმედი პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები დღემდე გრძელდება. პარალელურად იმართება ფაშინიანის მხარდაჭერთა აქციებიც.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...