მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ კანონი დაარღვია - საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

პროკურატურამ კანონი დაარღვია – საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება მისი შინაარსის გამო უნდა დაეწყო. ვინაიდან, მათი თქმით, აუდიოჩანაწერები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასში მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პროკურატურამ შინაარსის გამოძიებაზე უარი თქვა, რითიც კანონი დაარღვია.”აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტები, რომლებიც ამ ჩანაწერის შინაარსიდან იკითხებოდა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ანუ უნდა შეფასებულიყო ამ ჩანაწერის ნამდვილობა და ამის შემდეგ შეფასებულიყო, იყო თუ არა ამ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები

შესაბამისად, აქ გამოძიება უნდა დაწყებულიყო სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით და ასევე შესაძლებელია გამოკვეთილიყო სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

ფაქტობრივად შინაარსის შეფასებაზე და შინაარსზე გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა, რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი დაარღვია”,-თქვა სიმონიშვილმა.

პროკურატურის განცხადებებს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის ოპონენტებიც. ისინი ამბობენ, რომ მათ საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ.

“გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მმართველ გუნდში ახლა პანიკაა და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო დღეებში პრემიერმინისტრი საჯაროდ არ გამოჩენილა.”ძალიან აშკარაა რა პანიკაა შიგნით და ეს პანიკა იგრძნობა და მათ შორის ჩანს იმაში, რომ პრემიერი, რომელიც ორი დღის დანიშნულია და ორი დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან “კაჩაობდა” საერთოდ გამქრალია და არ გამოჩენილა…

ვინმეს თუ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ თუნდაც გამოძიება დაიწყეს ამაზე, ამას ბოლომდე მიიყვანენ ამას გამოიძიებენ და ვინმეს დასჯიან – მე ეგეთ ადამინს არ ვიცნობ”,-თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოს პროკურატურამ TV პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.  

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...