მთავარიUncategorizedირაკლი ღარიბაშვილი აშშ- ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ- ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა- ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...