მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ათასი მშობლის მარშს’’ ზუგდიდიც შეუერთდა

,,ათასი მშობლის მარშს’’ ზუგდიდიც შეუერთდა [Video]

Published on

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე აქცია ,,ათასი მშობლის მარში’’ გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნებია 100 დღის ვადაში სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომელიც შეცვლის სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლს, შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა. აქცია ქობულეთში მომხდარ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება, რის შედეგადაც 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს ეხება, რომელიც გარდავცლილი 14 წლის გოგოს საქმეს იძიებდა.  

აქცია საქართველოს მასშტაბით პარალელურად სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა. აქტივისტები მოთხოვნის შესასრულებელ ვადად 100 დღეს ასახელებენ, ამ დროის განმავლობაში კი აქციები პერმანენტულად მოეწყობა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...