პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” აქცია გამართა [Video]

0
800

პარტია “ლელო საქართველოსთვის”  ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და ლიდერებმა, აფხაზეთის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ოკუპაცია და საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს.

მათ ასევე  ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს, და ამ ფორმით გამოეხმაურნენ პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, ახალი ინვესტორის მოძიებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე  აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი  უახლოეს მომავალში დაიწყება.

წინა სტატიაზუგდიდის სასამართლოში, ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატიასოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური