მთავარიUncategorizedბენურ ქვირაიასთვის საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მითითებები არავის მიუცია - ბჟანიას ადმინისტრაცია...

ბენურ ქვირაიასთვის საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მითითებები არავის მიუცია – ბჟანიას ადმინისტრაცია სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშოშმინებას ცდილობს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია მისი მრჩევლის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კერძოდ, ზგდიდში ჩასვლისა და მოლაპარაკებების წარმოებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“ბენურ ქვირაიამ ასლან ბჟანიას მრჩევლის თანამდებობა 2021 წლის 19 თებერვალს დატოვა და მისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მითითებები არავის მიუცია”, — ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბჟანიას მრჩევლის “საქართველოში სავარაუდოდ შემდგარი ვიზიტის” გამო ოპოზიცია სოხუმში აქციას მართავს.

ოპოზიციური გაერთიანება აფხაზეთის სახალხო მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ ბენურ ქვირაია საქართველოში ორ თანმხლებ პირთან ერთად ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა, რასაც ისინი ბჟანიას მიერ წითელი ხაზები გადაკვეთად აფასებენ.

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ქვირაია ერთ-ერთ ვიდეოში, აფხაზებისა და ქართველების მეგობრობასა და მათ საერთო წარსულზე საუბრობს. მათივე მტკიცებით, ვიდეოში ისიც ჩანს, რომ ქვირაია ერთ-ერთი იმ ქართველის სადღეგრძელოს სვამს, რომელიც აფხაზეთში ომის დროს აფხაზების წინააღდმეგ იბრძოდა. თუმცა, აღნიშნულ განცხადებას მსგავსი ვიდეო თან არ ახლავს .

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...