მთავარისიახლეებისაზოგადოება"ახლო მანძილიდან ესროლეს"- ზუგდიდში მოკლული 24 წლის მამაკაცის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს...

“ახლო მანძილიდან ესროლეს”- ზუგდიდში მოკლული 24 წლის მამაკაცის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს [Video]

Published on

ზუგდიდში ოქროს ბირჟის ყაჩაღობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცის ახლობლები და ოჯახის წევრები იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ, რომლებიც დევნის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ ძალებს გადაამეტა და ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა 26 თებერვალს დღის პირველ ნახევარში დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, შენობაში შესულ პირს  იარაღი ქონდა, მან ოქროები გამოიტანა და ადგილიდან მიიმალა.  პოლიციამ მალევე დევნის ოპერაცია  დაიწყო.  დევნის დროს ყაჩაღობაში ბრალდებული კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე  გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...