ზუგდიდი-ჯვარის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგების დემონტაჟი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დაახლოებით 35 კილომეტრიანი ლიანდაგი, რომელიც სოფელ ჯვარზენთან მთავრდება, 20 წელზე მეტია უფუნქციოა. კონკრეტული სარკინიგზო ლიანდაგი საბჭოთა კავშირის დროს, ენგურჰესის მშენებლობის დროს გაკეთდა. ამ რკინიგზის ლიანდაგის საშუალებით გადაჰქონდათ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო მასალები. “ოდიშინიუსი” საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა თემის გასარკვევად, საიდანაც ოფიციალური პასუხი მიიღო: “ზუგდიდში კაპიტალური სამუშაოების ფარგლებში, წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი მონაკვეთის დემონტაჟი/დასაწყობება და ნარჩენი მარაგების ბალანსზე აყვანა მინდინარეობს, რომელიც არაერთხელ იყო ძარცვა-დატაცების ობიექტი.”,- წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოგზავნილ წერილში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ საქართველოს რკინიგზამ დემონტაჟის დაწყების შესახებ აცნობა ენგურჰესის ხელმძღვანელობას. მათი თქმით, ლიანდაგი წლებია უფუნქციოა და ამ ეტაპზე ენგურჰესი ამ რკინიგზას არ საჭიროებს.
ზუგდიდი-ჯვარის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგების დემონტაჟი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს [Video]
Published on