“ყველანი ერთად ვირაზმებით გამარჯვებისათვის , რომ უარი უთხრათ მონობას, ქვეყნის ჩამოქცევას და კრიზისს”- ენმ-ის ზუგდიდის ოფისი [Video]

0
1362

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში განცხადება გამართა. თემურ ბასიალაიას თქმით, ახლა ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

“საქართველოში ერთპარტიულმა პარლამენტმა და მეორედ დასმულმა პრემიერმა ოფიციალურად დაამკვიდრა დიქტატურა, უზრპირებულია ყველა უწყება და ამით აქვს მცდელობა წერტილი დაუსვას სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. სამწუხაროდ პოლიცია ოფიციალურად იქცა მათი აგრესიული გადაწყვეტილებების იარაღად და გავიდა ხალხის სამსახურიდან.
ოპოზიციური პარტიის ოფისზე ,,შტურმი” არ იყო კონკრეტულად პერსონის დაკავების აქტი, ეს იყო თავდასხმა, როდესაც სრულიად განადგურდა ოფისის ტექნიკური ინვენტარი, მოპარულ იქნა სერვერები, ლეპტოპები, გაიძარცვა საარქივე მასალა, მოწამლეს მხუთავი გაზით ხალხი მასობრივად, რაც ცხადყობს ამ ოპერაციის მიზესს და დამკვეთ მხარეს. მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ყველა, ვისაც აწუხენს ყოველივე, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ყოფა უნდა დადგეს ერთად. დღეიდან არ არსებობს არცერთი ოპოზიციური სუბიექტის ოფისებთან პარტიული კუთვნილების აბრევიატურა. დღეიდან ყველას აქვს ერთი აბრევიატურა – ,,ერთიანი ეროვნული ფრონტი!” . ყველანი ერთად ვირაზმებით გამარჯვებისათვის , რომ უარი უთხრათ მონობას, ქვეყნის ჩამოქცევას და კრიზისს. თავისუფალი ხალხის ნება და არჩევანი უნდა აღსრულდეს”- განაცხადა თემურ ბასიალაიამ

ცნობისთვის, დღეს 15:00 სააათზე ოპოზიციამ მთავრობის კანცელარიასთან აქცია დაანონსა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღეს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

წინა სტატია,,არ შეიძლება ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და ამ ქვეყნის მომავლის განუმჭვრეტელი ადამიანის ხელში იყოს” – მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიაქართული ოცნება დღეს იმაზე მწარედ დამარცხდა, ვიდრე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში – მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ქართული ოცნებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური