მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის და საზოგადოების დაცვა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული!

0
271

,,საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე და ლიდერი. – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას.

მინდა გვესმოდეს, თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ ებრძვის, რატომ იყენებს ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს, აქვს სიმპატია ან არ აქვს, ნიკა მელიას, სააკაშვილის ან თუნდაც, ნიკა გვარამიას მიმართ.

აქ საუბარი სხვა რამეზეა. ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოსა და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც ის ივანიშვილმა შეიყვანა. ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო საქართველოსთვის წარმატებული გამოცდილების შექმნა და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო. ეს არის ძალა, რომელმაც შეძლო ბრძოლის გაგრძელება მიუხედავად ამდენი წლის რეპრესიებისა.

ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურების, სიღატაკის ამ მძიმე ხვედრს. ახლა გერმანიამ კომბოსტოს ამკრეფავებად უნდა წაიყვანოს 100 000-მდე ქართველი. სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გასცეს იგივე მოწვევა და ივანიშვილიც სიამოვნებით უყიდის უფასოდ ბილეთებს ცალმხრივი მიმართულებით და მისი მმართველობის წლებში საქართველო დატოვა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა. აი ეს არის მათი გეგმა ქვეყანა დაიცალოს და ბოლომდე განადგურდეს – ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს!ისინი ამას გააგრძელებენ, იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ

მისივე თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი გამარჯვებამდე ბრძოლაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის და საზოგადოების დაცვა, უნდა ვისწავლოთ და ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად ხელაღებულ ბოროტ ძალას და მასთან კომპრომისი შეუძლებელია. ეს იქნება მძიმე ბრძოლა. ეს მოითხოვს თითოეული ქართველის მიერ იმის გაცნობიერებას თუ რა საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენგანი“ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული!. ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

.

წინა სტატიამამუკა მინარაძე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ემუქრება, გია ვოლსკი ,,ჭკუას არიგებს”
შემდეგი სტატია,,ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქურდობისა და მექრთამეობისთვის კი არა, სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს” – ანზორ მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური