აფხაზეთიდან დევნილი 2 შვილის დედის პროტესტი ქუჩაში -ანი ხოფერია ბინით დაკმაყოფილებას ითხოვს [Video]

0
590

აფხაზეთიდან დევნილი, მარტოხელა დედა ანი ხოფერია პროტესტს ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან აგრძელებს. 2 შვილის დედა, როგორც თვითონ ამბობს, უსახლკაროდ დარჩა. ქირით მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფომ ქირის გადახდაზე უარი უთხრა, რის გამოც ანი 2 შვილით ქუჩაში რჩება.

ანი ხოფერია ტაქსის მძღოლად მუშაობს,  თუმცა რამდენიმე თვის წინ საკუთარი მანქანა გაუტყდა, ახლა ნაქირავები მანქანით მოძრაობს, თუმცა, კლიენტები არ ყავს და დღეში 2 ლარსაც ვერ შოულობს. ამბობს, რომ წლებია ბინის მოლოდინი უშედეგოდ აქვს. დევნილთა სამინისტროსთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, მისთვის გაუგებარი მიზეზით საცხოვრებელი ფართით ამ დრომდე არ აკმაყოფილებენ. ანი საზოგადოების მხარდაჭერას და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, თუ ამან შედეგი არ გამოიღო, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართვს.

წინა სტატიაგუდაუთის სასტუმროში ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაან ირჩევ ლიეტუვის გზას, ან ბელარუსისას, თუ ლიეტუვის გზით გსურთ სიარული, ქართველებო, გაერთიანდით, სანამ გვიანი არაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური