მთავარისიახლეებისაზოგადოება"ლელო"-ს ზუგდიდის ოფისი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს

“ლელო”-ს ზუგდიდის ოფისი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს [Video]

Published on

პარტია “ლელო საქართველოსთვის”  ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა, თემით „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, სადაც გამოეხმაურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის, უფლებამოსილების შეჩერებას და შესაძლო დაკავებას. ახვლედიანის  განცხადებით,  თუკი ნიკა მელიასთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მოხდება, ისინი მზად არიან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ყველა საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

ასევე,  ისინი უერთდებიან ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქციას „ 1000 მშობლის მარში“, რომელიც 26 თებერვალს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა და  საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ხვალ, 16 თებერვალს, იმსჯელებს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...